მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიის პოლიციის უფროსმა გელა ალანიამ თანამდებობა დატოვა

ანაკლიის პოლიციის უფროსმა გელა ალანიამ თანამდებობა დატოვა

Published on

ანაკლიის პოლიციის უფროსმა გელა ალანიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ  ზუგდიდის მთავარ სამმართველოში ადასტურებენ. არსებული ინფორმაციის თანახმად ალანია თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა. კულუარული ინფორმაციის თანახმად გელა ალანიამ თანამდებობა ანაკლიის პოლიციაში მომხდარი ჩხუბის შემდეგ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ალანიასა და ანაკლიის ინსპექტორს, გიორგი ცანავას შორის  ხელჩართული ჩხუბი მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჩხუბის მიზეზი ალანიას მიერ ცანავასათვის მიცემული პირობა იყო, რომ ის მის ნათესავს თანამდებობაზე დანიშნავდა. შეგახსენებთ, რომ  გელა ალანია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას მამიდაშვილია. ვინ შეცვლის გელა ალანიას ამ დროისთვის ცნობილი არ არის. 

სიახლეები

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...

აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება

სამხრეთ აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება - სამხრეთ აფრიკული საგამოძიებო გამოცემის, Daily...

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა. ოჯახის წევრები და...

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ

"თავისუფლების ხმა ციხიდან ევროპის დედაქალაქში” - აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული...