მთავარისიახლეებისაზოგადოება„ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის სპეციალური ბრიფინგი.

„ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის სპეციალური ბრიფინგი.

Published on

„ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში დღეს ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი ორ თემაზე გაიმართა. პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის გოგიტა ბიგვავას განცხადებით, 28 აპრილს, მმართველი პარტიის წევრების შეხვედრას ზუგდიდში ადგილობრივი მოსახლეობა არ ესწრებოდა. ბიგვავას განცხადებით, მოსახლეობის ნაცვლად კოალიციის წარმომადგენლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები დაახვედრეს. მისი განცხადებით, შეხვედრაზე დასწრების საშუალება არც პარტიის წევრებს მიეცათ.აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა გააკეთა. პაატა ლაგვილავას განცხადებით, სამართალდამცავებმა არა რიგით მოქალაქეებს, არამედ აქციის მონაწილეებს არ მისცა შეხვედრაზე დასწრების უფლება. ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ისაუბრა გოგიტა ბიგვავამ. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებული იყო შემოვლითი გზის რეაბილიტაცია მოეხდინა და ცენტრალური მაგისტრალის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ეზრუნა.აღნიშნულთან დაკავშირებით, ტელეკომპანია ოდიშმა კომენტარის გაკეთება გამგებლის მოადგილეს თხოვა. გურგენ სართანიას განცხადებით, თავად მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო გზის მოწესრიგება.ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დაახლოებით ერთი კვირაა მრავალწლოვანი ხეების გაკაფვა-მოწესრიგება მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების გამო ამ პერიოდის განმავლობაში მოსახლეობას შემოვლითი გზით უწევს მოძრაობა.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...