მთავარისიახლეებისამხედრო თემავაზიანში საინჟინრო მესანგრეთა სიტუაციური სწავლება გაიმართა

ვაზიანში საინჟინრო მესანგრეთა სიტუაციური სწავლება გაიმართა

Published on

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საინჟინრო ბრიგადის სიტუაციური სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საინჟინრო-მესანგრეთა პირველი ბატალიონის სამხედროებმა დაბრკოლებათა კვანძი მოაწყვეს. საჩვენებელი სწავლებით ორკვირიანი საველე მომზადება დასრულდა. მასში საინჟინრო ბრიგადის 122 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
საველე წვრთნებისას სამხედრო მოსამსახურეება ისეთი საკითხები შეისწავლეს, როგორიცაა:   საამფეთქებლო საქმე, საინჟინრო ღობურების მოწყობა, ტანკსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო და შერეული ნაღმური ველების მოწყობა.
საჩვენებელი სწავლების სცენარის მიხედვით, საინჟინრო ბრიგადის სამხედროებს თავდაცვაში მყოფი ოცეულისთვის საინჟინრო მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინათ, რაც პირობითი მოწინააღმდეგისათვის სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებისა და დანაღმული ველების შექმნას გულისხმობდა.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...