მთავარისიახლეებირეგიონებიაჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, პეტრე ზამბახიძეს კვერცხები დაუშინეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, პეტრე ზამბახიძეს კვერცხები დაუშინეს

Published on

აჭარის უმაღლეს საბჭოში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, პეტრე ზამბახიძეს კვერცხები დაუშინეს. ინციდენტი ბათუმში “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” ოფისში მოხდა.
მერაბ ღოღობერიძე, გიორგი თუშმალიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი შენობაში შევიდა და პეტრე ზამბახიძეს კვერცხები ესროლა. ისინი დეპუტატს პასუხს სთხოვდნენ იმის გამო თუ რატომ დაუჭირა მხარი ზამბახიძემ გუშინ ჯემალ ფუტკარაძის ვიცესპიკერად არჩევას.
ახალგაზრდები დეპუტატს 26 მაისის, 7 ნოემბრის აქციების დარბევის მხარდამჭერად მოიხსენიებდნენ.
თავად პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები ხელისუფლების მიერ არის ინიცირებული.
“ეს დაჯგუფება ცდილობს, რომ განსხვავებულ აზრს ებრძოლონ. ესენი არიან “ქართული ოცნების” აქტივისტები. მე მოვუწოდებ არჩილ ხაბაძეს, ავთანდილ ბერიძეს და ყველას – გონს მოვიდნენ. ის ქმედებები, რასაც განახორციელებენ ქართული მედიის, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი ოპოზიციის წინააღმდეგ ბუმერანგივით დაუბრუნდება არჩილ ხაბაძეს, ავთანდილ ბერიძესა და ყველას, ვინც ამის უკან დგას” , – აცხადებს პეტრე ზამბახიძე.

 

 

 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...