მთავარისიახლეებიეკონომიკა2015 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.5 %-ი იქნება - ხადური

2015 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.5 %-ი იქნება – ხადური

Published on

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ 2015 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.5 %-ი იქნება. ხადური სთქმით, ამის შესახებ პროგნოზი საერთაშორისო კომპანია Moody’s-მაც გამოაქვეყნა

“მოგეხსენებათ, ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა დაზუსტებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გასულ წელს დაახლოებით 40%-ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და 1 272 000 000 ლარი შეადგინა. ამ ფონზე ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღეს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა გამოაქვეყნა საქართველოს სუვერენული რეიტინგი. ძალიან პოზიტიური ფაქტია ის, რომ მიუხედავად რეგიონში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებისა, სარეიტინგო კომპანიამ საქართველოსთვის უცვლელი დატოვა რეიტინგი (BB -) და პერსპექტივა კვლავ პოზიტიური მიანიჭა. ამასთან აღსანიშნავია, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, Moody’s-ის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3.5% იქნება,” – განაცხადა ხადურმა.

 

 

 

 

 

სიახლეები

არ ვაღიარებ არალეგიტიმური პარლამენტის კანონებს – ირაკლი წულაიას სიტყვა სასამართლოზე

საქალაქო სასამართლოში ირაკლი წულაიას პროცესი მიმდინარეობს. წამყვანმა, რომელსაც რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან, ცოტა...

ტიხანოვსკაია: გმირი ჟურნალისტების პატიმრობა დიქტატურის სირცხვილია

ბელარუსი ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის დაჯილდოება სახაროვის...

მწერალი აკაკი ველთაური დააკავეს

შსს-მ აკაკი ველთაური დააკავა - აქტივისტების ინფორმაციით, მოქალაქე საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანეს. შინაგან საქმეთა...

71 წლის დევნილ ქალს გაგრიდან სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს

პროევროპული, უწყვეტი აქციის აქტიური მონაწილე, 71 წლის აზა ჩილაჩავა აქციაზე სახის დაფარვის გამო, სამართალდამრღვევად...