“პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას”- ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

0
36

სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა “ვივა მედში” მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ იოსელიანმა ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, დეტალურად ვერ ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ
წინა ვიზიტებთან შედარებით, ის “უკეთესად გამოიყურება”.

იოსელიანის თქმით, ის წელიწადში ერთხელ ყველა პენიტენციურ დაწესებულებას სტუმრობს და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობითა და საჭიროებებით ინტერესდება.

ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის კლინიკა ვივა მედიდან მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანას, იოსელიანი ამბობს, რომ “ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას”.

ომბუდსმენის თქმითვე, შეხვედრა მოკლე იყო და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რაიმე კონკრეტული მოთხოვნები არ გაჟღერებულა.

წინა სტატიააქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილს სადარბაზოსთან თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაგავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახელაძის ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური