მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას – TI

0
54

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს მალავს.

ორგანიზაციის ცნობით, კაპიტონ ჟორჟოლიანის საკუთრებასა და თანასაკუთრებაშია 7 ქონება, რომელთა დეკლარირება არ გააკეთა:

1,235 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი დაბა მესტიაში – თანასაკუთრება
57 კვ.მ. ბინა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე რომელსაც მეუღლესთან ერთად ფლობს
11,856 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ მულახში – თანასაკუთრება
8,536 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში – თანასაკუთრება
11,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში – საკუთრება
3,203 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში – საკუთრება
357 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაბა მესტიაში – თანასაკუთრება
კაპიტონ ჟორჟოლიანი დეკლარაციაში ასევე არ უთითებს 2023 წელს მერის პოზიციაზე მიღებულ შრომის ანაზღაურებასაც.

ორგანიზაცია წერს, რომ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის თანახმად, კაპიტონ ჟორჟოლიანი, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალდებულია, ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, აღსანიშნავია, რომ საკუთარი ქონებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია კაპიტონ ჟორჟოლიანს არც წინა, 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში აუსახავს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს კაპიტონ ჟორჟოლიანის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

წინა სტატიალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
შემდეგი სტატიაქუჩის ქალებო, ძაღლთა წილად დარჩენილო ნეხვმღილებო – ასე მიმართავს გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია აქტივისტ ქალებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური