კანაფი თესეთ, მაგრამ კაქტუსზე არ წაგასწროთო- მთავრობამ და კანონმა ...

15:03 12-09-2018
კანაფი  თესეთ, მაგრამ კაქტუსზე  არ წაგასწროთო- მთავრობამ და კანონმა  ...
 არსებობს მცენარეები, რომელთა დათესვას, მოყვანას, კულტივირებას, შენახვას, შეძენასა და გაყიდვას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს.
 
ეს მცენარეები მოქცეულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ნუსხაში, რაც ნიშნავს, რომ ისინი ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს შეიცავენ.
 
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოში აკრძალულია შემდეგი მცენარებისა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, გადამუშავება, მოხმარება, შენახვა, შეძენა და გაყიდვა:  კოკას ბუჩქი Coca - Erythroxylon-ის გვარის ნებისმიერი სახეობა; Catha-ს გვარის მხოლოდ Catha edulis-ის სახეობის მცენარე, მცენარე ეფედრა − Ephedra-ს გვარის ყველა სახეობა და სხვა. 
 
 
ოპიუმის ყაყაჩოს მბავი ყველამ ვიცით , მაგრამ  კაქტუსების საკითხში შესაძლოა არ ვიყოთ გარკვეული -  აკრზალულია  Loprophora-ს გვარის და Echinopsis-ის გვარის კაქტუსების ყველა სახეობა
 
ახლა მაინცდამაინც ნუ ეცემით და ამოძირკვავთ სახლიდან თქვენს ულამაზეს კაქტუსებს, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით  და გარეშე თვალს მოარიდეთ, რომ  შარში არ გაეხვიოთ.  ამასთან  -  ემანდ ვინმემ  თქვენს სიმწრით გამოზრდილ და საამაყო კაკტუსზე არ დაიბოლოს თავი.
 
   
არადა ყაყაჩოსი არ იყოს,  ექსინოპსისი ულამაზესად ყვავილობს... ისევ გუგული მაღრაძის იმედითუნდა ვიყოთ, იქნებ  ჩვენი ინტერესები ამჯერად მაიც დაემთხვევა ერთმანეთს - ექსინოპსისის ხომ ყველა ჩვენგანის სახლში ბინადრობს... 
 
 
Прочитано 1888 раз