სალომე ზურაბიშვილი ეძებდა თავის თავს, იპოვა ბესელია

13:23 19-12-2018
სალომე ზურაბიშვილი ეძებდა თავის თავს, იპოვა ბესელია
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ჯერ დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის, მოგვიანებით კი ეკა ბესელიას კაბინეტს სტუმრობდა, თუმცა შეხვედრის დეტალებზე "კურიერის" ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა.
 
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტი კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე დატოვა, მან თქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოში საკუთარ თავთან შესახვედრად მივიდა. 
 
მეხუთე პრეზიდენტის ვიზიტზე საპარალემნტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საუბრობს. მისი თქმით, შეხვედრა მეგობრული იყო და ბევრი საკითხი განიხილეს.  
 
„ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე. როცა, ქალბატონი სალომე დეპუტატი იყო, ჩემი სამუშაო ოთახის გვერდით იყო მისი სამუშაო ოთხი, ახლა ეს იყო ძალიან მეგობრული შეხვედრა. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის შემდეგი ეტაპის თანამშრომლობის ფორმებზე. პარლამენტისა და პრეზიდენტის მუშაობის პროცესი ეს არის მუდმივად ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესი,“-ამბობს ბესელია.
 
ამრიგად დღეს პარლამენტში მისული სალომე ზურაბიშვილი ეძებდა თავის თავს, იპოვა ბესელია.  შეგახსენებეთ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე - ვისთან შესახვედრად იმყოფებოდა პარლამენტში, ზურაბიშვილმა მხოლოდ ერთწინადადებიანი პასუხი გასცა: „ჩემს თავთან.“
 
Прочитано 911 раз