„არ შეიძლება მაგის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ეს არის მებრძოლების გაყიდვა" - დევი ჭანკოტაძე

00:35 15-11-2018
„არ შეიძლება მაგის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ეს არის მებრძოლების გაყიდვა" - დევი ჭანკოტაძე

„არ შეიძლება მაგის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საქართველომ დაბომბა ცხინვალი, ეს არის მებრძოლების გაყიდვა,“- ამის შესახებ გენერალმა დევი ჭანკოტაძემ „კვირის აქცენტების“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ის სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერს და „ქართული ოცნების“ რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ გამოდის.

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის აზრით, არ შეიძლება ქვეყნის მთავარსარდალი გახდეს ადამიანი, ვინც საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

„ვამობდი, მთელი ცხავრება ვომობ, საქართველოს ინტერესებს ვიცავ, თუ დასჭირდა ჰააგის ტრიბუნალზეც გავალ და ჩემს სიტყვას ვიტყვი, მაგრამ აქამდე არ უნდა მივიდეს. ის ადამიანები, ჩემი თანამებრძოლები, ვინც ომობდნენ, დაღუპული ბიჭების ოჯახები ასეთ დღეში არ უნდა იყვნენ. არ შეიძლება მაგის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საქართველომ დაბომბა ცხინვალი, ეს არის მებრძოლების გაყიდვა,“- განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

გენერალმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობა დეტალურად გაიხსენა. მისი თქმით, რუსეთის მთავრი ამოცანა იყო თბილისის აღება. ჭანკოტაძის განცხადებით, რომ არა საქართველოს სამხედრო წინააღმდეგობა რუსეთის მიმართ მათ მიერ დაწყებულ ომზე, ათასობით ადამიანს მძევლად აიყვანდნენ.

„2-დან 8-მდე უკვე ჩვენ გვყავდა 16 დაჭრილი სამხედრო და პოლიციელი, ორი მებრძოლი დაიღუპა... დაახლოებით, 15-18 ათასი ადამიანის გადარჩენა გვინდოდა,“- განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

გენერლის თქმით, ტერმინი „მძინარე ცხინვალის დაბომბვა“, ლავროვისგანწამოვიდა.

დევი ჭანკოტაძემ ზურაბიშვილის იმ განცხადებაზე ისაუბრა, რომელიც წითელუბნის დაბომბვას ეხებოდა.

„ბომბი წამოვიდა, ჩვენ ასეთი იარაღი არ გაგვაჩნდა, ეს იყო რუსების ნასროლი იმ მიზნით, რომ ჩვენი მზადყოფნა შეემოწმებინათ ბრძოლისთვის,“- განაცხადა ჭანკოტაძემ.

Прочитано 962 раз

პოლიტიკა

16:03 20-05-2019
„ხელისუფლებამ ფაქტიურად ჩაატარა სპეცოპერაცია“ - ასე აფასებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ლევან ბეჟაშვილი ზუგდიდში ჩატარებულ არჩევნებს. „ამომრჩეველმა თავად ნახა რა ხდებოდა…
15:53 20-05-2019
არჩევნები ზუგდიდში შეაფასა ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ. მისი თქმით, ფაქტიურად ივანიშვილმა გააუქმა არჩევნები. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილებებისთვის ყველა…
15:49 20-05-2019
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა რომან გოცირიძემ ზუგდიდის არჩევნები შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნებზე გავლენა იქონია ადამიანებზე ზეწოლამ,…
14:56 20-05-2019
გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა პოლიტსაბჭოს წევრებთან და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა გამართა  და შემდეგ მედიის თვის კომენტარი გააკეთა,…
14:11 20-05-2019
გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს ნდობისთვის და და საპროტესტო აქციები დააანონსა. ,,ყველა სოფელსა და უბანს მოვივლით,…
12:58 20-05-2019
ბრძოლა ეს არის ყველა ეტაპზე ჩვენი ქმედება, პოლიტიკური სპექტრის გაერთიანების მოქმედებას ჰქვია ბრძოლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია…
12:33 20-05-2019
"ქართული ოცნების" კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ ამომღცევლებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, მისი თქმით, ზუგდიდელებმა დაამტკიცეს, რომ მათ მშვიდობა და განვითარება სურთ.  …
01:37 20-05-2019
 ზუგდიდის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ისინი გეგა შენგელიას გამარჯვების გამოცხადებას არ შეეგუებიან. რულოვსის თქმით, ის და მისი თანაგუნდელები ცესკოს ოფიციალურ…
01:32 20-05-2019
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, წინასწარი შედეგები გაასაჯაროვა.ზუგდიდში 107 უბნიდან 74 უბანზე დათვლილია. წინასწარი შედეგებით,…
00:45 20-05-2019
დაკარგული ბიულეტენები - ჯიხაშკარში ხმების დათვლა დასრულდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საარჩევნო ყუთში უფრო ნაკლები ბიულეტენი იყო, ვიდრე უბანზე მისული ამომრჩეველი.…