ზუგდიდის ახალი ვიცე-მერი თანამშრომლებს მაიზერ ნანავამ წარუდგინა

13:27 07-11-2018
ზუგდიდის ახალი ვიცე-მერი თანამშრომლებს მაიზერ ნანავამ წარუდგინა

ზუგდიდის ვიცე-მერის თანამდებობაზე გეგა შენგელია მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ დღეს ოფიციალურად წარადგინა. გეგა შენგელია TBC ბანკის ზუგდიდის ფილიალის მენეჯერი იყო. ინფორმაცია მისი ვიცე-მერად დანიშვნის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რაც მან "ოდიშინიუსთან" დაადასტურა. ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას ადგილს დაიკავებს, გულორდავა  პირველ ნოემბერს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

Прочитано 1109 раз