"უნდობლობას ვუცხადებთ პოლიტსაბჭოში ჩვენს წარმომადგენლობას და ამიტომაც ყრილობის მოსამზადებელ სამუშაოებში თავად ჩავერთვებით"- ანა წითლიძე (Video)

01:30 13-12-2016
"უნდობლობას ვუცხადებთ პოლიტსაბჭოში ჩვენს წარმომადგენლობას და ამიტომაც ყრილობის მოსამზადებელ სამუშაოებში თავად ჩავერთვებით"- ანა წითლიძე (Video)
ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისში დღეს პარტიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დახურულ კარს მიღმა პარტიის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს, მათგან უმთავრესი ის იყო,რომ  როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, მათ პირადად მოითხოვეს შეხვედრა, რადგან  კითხვები ქონდათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორ თენგიზ გუნავასთან, რომელმაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. პარტიის წევრები და მხარდამჭერები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეუცვლელი ლიდერია და ემიჯნებიან თენგიზ გუნავას, რომელმაც  პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც თბილისში 30 ნოემბერს ჩატარდა, მხარი არ დაუჭირა  მიხეილ სააკაშვილის პროექტს. პოლიტსაბჭოზე სააკაშვილის პროექტმა გაიმარჯვა, საბჭოს გადაწყვეტილებით  პარტია 20 იანვარს ფართომასშტაბიანი ყრილობისთვის ემზადება, ასევე პარტიის თავმჯდომარის პოსტი დარჩება კვლავ ვაკანტური.თენგიზ გუნავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი უდაოდ დიდი პოლიტიკოსია, თუმცა მას დღეს დევნილობის გამო არა აქვს საშუალება უხელმძღვანელოს პარტიას. პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა უნდობლობა გამოუცხადეს პოლიტსაბჭოში სმეგრელოს წარმომადგენლობას. ისინი ამბობენ, რომ ყრილობის მოსამზადებელ სამუშაოებში თავად მიიღებენ მონაწილეობას.
 
Прочитано 3990 раз