ძლიერმა სეტყვამ დმანისის რაიონის 5 სოფელი დააზარალა

13:10 10-06-2017
ძლიერმა სეტყვამ დმანისის რაიონული ცენტრი და 5 სოფელი დააზარალა. სოფლებში – განთიადი, ჯავახი, კირიქილისა, აზკაკლიანი და დარალი – მოსავლის 70 % განადგურებულია.
 
სეტყვამ დააზიანა როგორც სახნავ-სათესი მიწები, ასევე ხეხილი. სოფლებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია, თუმცა პრობლემებია სოფლის შიდა გზებზე.
 
ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ამ წუთებში სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
წაკითხულია 1421-ჯერ