ზუგდიდის არტ გალერეაში ხატმწერის შალვა გერაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

12:42 02-08-2016
ზუგდიდის არტ გალერეაში  თბილისში მოღვაწე ხატმწერის შალვა გერაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.ფერმწერის თქმით,მისი ნამუშევრების შექმნის მოტივია ,რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს მრევლი,ის ამბობს რომ საქართველო ხატის მადლმა გადაარჩინა.გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა ტაძრებში დაბრძანებული ძვირფასი ხატების ფოტორეპროდუქციები.
ხატმწერმა გამოფენა  ზუგდიდის და ზუგდიდიელებს მიუძღვნა.ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია“არტ-უნივერსალის“ და ზუგდიდის სამხატვრო გალერეის ორგანიზებით შედგა.
 
წაკითხულია 4010-ჯერ