დღეიდან უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის მსურველებს გამოცდის ჩაბარება ზოგად უნარებში მოუწევთ

10:29 04-07-2016
დღეიდან უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის მსურველებს გამოცდის ჩაბარება ზოგად უნარებში მოუწევთ. ამ წუთებში პირველ სესიაში მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. გამოცდა ორი დღე გაგრძელდება. ეს უკვე ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე გამოცდაა.
საგამოცდო პროცესი 22 ივლისამდე გაგრძელდება. ბოლო გამოცდის ჩაბარება ახალგაზრდებს ფიზიკაში მოუწევთ. წელს პირველად აბიტურიენტები გამოცდას ყველა საგანში, ნაწილობრივ, ელექტრონულად აბარებენ.
წაკითხულია 4012-ჯერ