ვენგერ აბსანძეს, რომელსაც დანელია ფარულ ჩანაწერში ახსენებს, ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა

23:29 15-05-2019
ვენგერ აბსანძეს, რომელსაც დანელია ფარულ ჩანაწერში ახსენებს, ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა
კიდევ ერთი პიროვნება, რომლის სახელსაც ფარულ ჩანაწერში საკრებულოს წევრი გია დანელია ასახელებს ვენგერ აბსანძეა. დანელია უკმაყოფილოა იმით, რომ ამ ადამიანს თავი ვერ მოაწონა და აუცილებლად უნდა გადმოიბიროს.აბსანძე, რომელზეც დეპუტატი საუბრობს, მერობის კანდიდატის თენგიზ ჯგუშიას ახლობელია. როგორც მან დღეს ,,ოდიშინიუსთან,, განაცხადა, ამ ადამიანს მძიმე დაავადება აქვს და ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა.,,ჩემი ნათესავია, გუშინ ვიყავი სანახავად და აღმოჩნდა, რომ ფარულ ჩანაწერში მასზე ზეწოლაზე საუბრობს ვინმე დანელია. ნერვიულობისგან ადამიანს წნევამ აუწია და ისედაც რთული ჯანმრთელობა უკიდურესად შეერყა ნერვიულობის გამო,, - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ. ფარული ჩანაწერში, სადაც ფიგურირებს უმრავლესობის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია, საუბარია არჩევნებში გამარჯვებუს მისაღწევად ყველა მეთოდის გამოყენებაზე
წაკითხულია 405-ჯერ