ხვალ 16 მაისია - მივა თუ არა გიორგი შენგელია სანდრა რულოვსთან ღია დებატზე? [Video]

21:32 15-05-2019
ხვალ 16 მაისია - მივა თუ არა გიორგი შენგელია სანდრა რულოვსთან ღია დებატზე? [Video]

ხვალ 16 მაისია, დღე, როცა ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშიას ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ქართული ოცნების კანდიდატი გეგა შენგელია დებატებში გამოიწვია. შენგელიამ დებატებზე უარი თქვა, თუმცა, გამოიყებეს თუ არა ამ შესაძლებლობას და ღია სივრცეში, განმუხურის ამფითეატრში მივა თუ არა, ხვალ ყველა ნახავს. "ეს ადგილი არის ივანიშვილის მიერ გაჭირვებული საქართველოს სიმბოლო. აქვე უნდა ყოფილიყო ქალაქი ლაზიკა. პროექტი, რომელიც ჩემმა მეუღლემ წამოიწყო მაგრამ გაჩერდა. იქ უნდა ყოფილიყო ასი ათასი სამუშაო ადგილი ჩვენი მოქალაქეებისათვის. ლაზიკა დღეს უკვე იქნებოდა მთელი ზუგდიდის, რეგიონის და ქვეყნის განვითარების გასაღები. ჩვენ ივანიშვილის ხელისუფლებასთან სალაპარაკო არ გვაქვს. ხელისუფლებამ რომელმაც მთელი ქვეყანა გააღატაკა. ჩვენ ვესაუბრებით ხალხს. მათ პრობლემებზე და გამოსავლის გზებზე. სწორედ ამიტომ "ოცნების" კანდიდატს ვთავაზობ გავმართოთ ღია საუბარი ხალხთან, ღია სივრცეში და არა ივანიშვილის მიერ მართულ ტელევიზიებში. აი აქ ამ გაჭირვებულ ამფითეატრში, სადაც ჩვენთან ერთად ზუგდიდელები მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში. გამოთქვამენ თავის წუხილებს და სადაც ყველა ტელევიზიას ექნება დასწრების და გაშუქების თანაბარი შესაძლებლობა. ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება. ძალა ერთობაშია!",- ამბობს რულოვსი.

 

 
წაკითხულია 329-ჯერ