ოპოზიციის გადაწყვეტილებით აქციები ისევ გაიმართება

20:57 15-05-2019
ოპოზიციის გადაწყვეტილებით  აქციები ისევ გაიმართება
#67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მხარდამჭერებთან ერთად დღეს გაიმართა. გადაწყვეტილება პარტიამ გუშინდელი შემთხვევის შემდეგ მიიღო, რაც საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სიები უბნებზე გაიტანა.  გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" წევრის ბაჩუკი ქარდავას თქმით, საოლქო კომისიისგან პირობა მიიღეს, რომ გატანილი და უკან დაბრუნებული ბეჭდები აუცილებლად შეიცვლება. თუმცა, ოპოზიციის წევრები მანამდე გამართავენ აქციას სანამ გარანტიებს არ მიიღებენ და ყველა დამნაშავე პირი არ დაისჯება.ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ გუშინ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი დანაშაული აღკვეთა და საარჩევნო სიები, რომელიც კანონდარღვევით გავიდა საოლქო კომისიიდან ადგილზე დააბრუნა. დეკანოიძის თქმით, საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი აუცილებლად უნდა გადადგეს, რადგან მან გუშინ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგების შესაცვლელად ყველაფერს აკეთებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, სანდრა რულოვსის კონკურენტს, გეგა შენგელიას მიმართა. მისი თქმით, შენგელიას აქვს შანსი, ან დარჩეს ნამდვილ ზუგდიდელად, ან საბოლოოდ მიიკრას მოძალადის იარლიყი.შეკრებილებს ადგილობრივებმაც მიმართეს.საოლქო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ განცხადებას არ დაწერს, რადგან კანონი არ დაურღვევია
აქციას მონაწილეები შეიკრიბნენ  საოლქო კომიის  მიერ გაცემული სიების ნაწილის და ბეჭდების დაბრუნების და საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერმა კობა ნაყოფიამ გააკეთა განცხადება, რომ   ცესკომ გასცა ბეჭდების დაბრუნების ბრძანება,აქციის მთავარ მოთხოვნად საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის პასუხისმგებლობის საკითხი დარჩა.
 
წაკითხულია 111-ჯერ