მეწარმე დემურ ფიფია ამბობს, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო იდევნება [Video]

20:15 15-05-2019
მეწარმე დემურ ფიფია ამბობს, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო იდევნება [Video]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში მცხოვრები მიკრობიზნესმენი დემურ ფიფია, რომელიც ფუტკრის სკების ჩარჩოებსა და სასათბურე  ტკეჩებს აწარმოებს, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან  განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო  იდევნება. მისივე განმარტებით, სამეწარმეო საქმიანობა უკვე ერთი თვეა შეჩერებულია აქვს და დასაქმებული ექვსი ადამიანიც უმუშევარი დარჩა. 
როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა შეუთვალეს რომ, საწარმოსთან აშენებული ღობე დაეშალა.  დემურ ფიფიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ადრეც რამდენჯერმე იყო უმიზეზოდ დაჯარიმებული და გადაწყვიტა დღეს დაშალოს საწარმოს ეზოსთან გავლებული ღობე. მას ზედამხედველობის სამსახურმა დრო ხვალამდე მისცა.
როგორც ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, დემურ ფიფიას აღნიშნული მიწის ნაკვეთი უკანონოდ ჰქონდა შემოკავებული, რაზეც რამდენჯერმე გააფრთხილეს.  იმ შემთხვევაში თუ იგი  აღნიშნულ ღობეს არ მოარღვევს , მუნიციპალიტეტი კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
 
 
წაკითხულია 201-ჯერ