გაერთიანებული ოპოზიციისა და საკრებულოს წევრების დაპირისპირება საათზე მეტხანს გაგრძელდა [Video]

20:01 15-05-2019
გაერთიანებული ოპოზიციისა და საკრებულოს წევრების დაპირისპირება საათზე მეტხანს გაგრძელდა [Video]
ხმაური და დაძაბულობა ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან თითქმის 2 საათს გაგრძელდა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა  და მხარდამჭერებმა  აქცია გამართეს . საკრებულოს წევრის გია დანელიასთვის სტატუსის შეწყვეტას მოთხოვნით. მათ  ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით „სირცხვილი თქვენ“, „ვერ იყიდით არჩევნებს“ „დანელია წადი“, ამავე სიტყვებით სკანდირებდნენ  აქციის მონაწილეები.
 
გაერთიანებულმა  ოპოზიციამ დოკუმენტი მოამზადა  ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატისთვის გია დანელიასთვის უფლებამოსილების შესაჩერებლად რიგგარეშე სხდომის დანიშვნას შესახებ, თუმცა განცხადების შეტანამდე  ადგილზე ვითარება დაიძაბა. ჟურნალისტების მხოლოდ ნაწილს მიეცა შესაძლებლობა შენობაში შესულიყო, სადაც მობილიზებული იყვნენსამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. აქვე იმყოფებოდა სამხარეო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე. ნიკა მელიასა და დიასამიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ეს არ იყო მხოლოდ მელიასთან დაპირისპირება, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ოპოზიციისა და საკრებულოს წევრები. 
 
 
 
წაკითხულია 128-ჯერ