ხმაურია ამ წუთებში გუბერნიასთან - ოპოზიცია დანელიასთვის სტატუსის შეწყვეტას ითხოვს

18:08 15-05-2019
ხმაურია ამ  წუთებში გუბერნიასთან - ოპოზიცია დანელიასთვის სტატუსის შეწყვეტას ითხოვს

ხმაურია ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისინი საკრებულოს წევრის გია დანელიასთვის სტატუსის შეწყვეტას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ნიკა მელიამ: „ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას ზუგდიდში არჩევნების გაყალბებას, დაშინებას, ტერორს და ზეწოლას, როგორც ამას დანელია საუბრობს, მოვითხოვთ რომ უფლებამოსილება შეუწყდეს დანელიას, იმის მერე, რაც გავრცელდა, ის დღესაც საკრებულოს წევრის სტატუსით იმყოფება შენობაში“- განაცხადა გია დანელიამ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ახალგაზრდებს ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერით: „სირცხვილი თქვენ“, „ვერ იყიდით არჩევნებს“

წაკითხულია 152-ჯერ