გეგა შენგელიას შტაბის წინ მიმდინარე აქციაზე, რომელსაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები მართავენ, ერთი პირი დააკავეს [Video]

17:13 15-05-2019
გეგა შენგელიას შტაბის წინ მიმდინარე აქციაზე, რომელსაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები მართავენ, ერთი პირი დააკავეს [Video]

ზუგდიდში, "ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გეგა შენგელიას შტაბის წინ მიმდინარე აქციაზე, რომელსაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები მართავენ, ერთი პირი დააკავეს.

როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აღნიშნული მამაკაცი მერობის კანდიდატ თენგიზ ჯგუშიას დაუპირისპირდა, რომელიც ძმები დგებუაძეების მშობლების აქციას დილიდან შეუერთდა.

დაკავებულმა ჯგუშიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თავის მხრივ მერობის კანდიდატმა უთხრა რომ მას ამ პროვოკაციის მოსაწყობად "ლუდის ფული გადაუხადეს" ამის შემდეგ ახალგაზრდამ ჯგუშიას სანთებელა ესროლა. აღნიშნული პირი პოლიციამ დააკავა.

 

 
წაკითხულია 411-ჯერ