გიორგი ქობულია: ,,სახელმწიფო კომპანიები, სამწუხაროდ, წარმოადგენენ არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებებისა და ნეპოტიზმის ბუდეს. ”

16:15 15-05-2019
გიორგი ქობულია: ,,სახელმწიფო კომპანიები,  სამწუხაროდ, წარმოადგენენ არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებებისა და ნეპოტიზმის ბუდეს. ”
 
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია პასუხობს კითხვას არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით
 
,,თქვით, რომ ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი,'' - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას და მოუწოდა ეღიარებინა, რომ  მისი მინისტრობის პერიოდში თათბირებს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
 
“თქვით, რომ ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელსაც აქვს გარკვეული ინტერესები. რაც აინტერესებს მას იმ სფეროში, ვერავინ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მის გარეშე. აღიარეთ, რომ თათბირებზე გინახავთ ივანიშვილის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დავალება და არავინ გკითხავთ აზრს იმის საწინააღმდეგოდ, რაც მათ სურთ. ბიძინა ივანიშვილი მმართველობის ამ ფორმით ღუპავს და სპობს ქვეყნის განვითარებას და მომავალს”, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
 
,„გულახდილად გეტყვით, რომ კორუფციული ინტერესი და კორუფციული გარიგება 8 თვის განმავლობაში ჩემი თვალით არ მინახავს,“ - აღნიშნა ქობულიამ.. ,აქ  გაჟღერდა კითხვა, იყო თუ არა შეთანხმებული ხედვები [ივანიშვილთან]... დიახ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი აღქმა მაქვს საქართველოს რეალობის. დამერწმუნეთ, რომ ბევრზე უკეთესად მესმის, რა არაფორმალური თამაშის წესები შეიძლება არსებობდეს. ამ არაფორმალური თამაშის წესებზე მქონდა ძალიან ღია და გახსნილი მოლაპარაკება სანამ ამ თანამდებობას დავიკავებდი და მქონდა სრული შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენ არ ვიმუშავებდით სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა წესებით. მაგრამ ეს ყველაფერი არ გამართლდა, რაღაც გამონაკლისები მოხდა სამწუხაროდ. ”-უპასუხა გიორგი ქობულიამ 
 
 
ალბათ აღმოვჩნდი ზედმეტად პრინციპული რაღაც საკითხებში და თავიდანვე გასაგები უნდა ყოფილიყო ის, რომ მე არ ვუჭერ მხარს ისეთ გადაწყვეტილებებს რომლებიც ფუნდამენტურად მიუღებელია და არ ვეთანხმები. რა თქმა უნდა, მე ისევ და ისევ მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ერთი და ორი საკითხი. ეს იყო დიდი პროცესი. ეს უთახნმოება არ მოხდა ისე, რომ უცებ, ჩვენ ვმუშაობდით და რვა თვის თავზე მოხდა რაღაც უთანხმოება. არა, ეს იყო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. ”
 
“5% [მშპ-ს ზრდა] მე ვიტყოდი, რომ რეგიონთან შედარებით არის მაინც დამაკმაყოფილებელი ზრდის ტემპი. იმიტომ, რომ რეგიონთან შედარებით ჩვენ მაინც წინ ვართ. რაც შეეხება მტკიცებას, რომ ეკონომიკა ჩვენთან ჩამოშლილია, მე ამას ვერ დავეთანხმები. პრინციპში, ჩვენთან არ არის ასე ცუდადაც საქმე, ჩემი აზრით, არ არის ჩამოშლილი. მაგრამ რაც მე მინდა ვთქვა, [ისაა] რომ ჩვენ გვაქვს ორჯერ მეტი პოტენციალი, თუ გადავწყვიტავთ იმ საკითხებს, რომლებიც მე გავაჟღერე. კი, შეიძლება რეგიონთან შედარებით კარგი ზრდა გვაქვს, არ არის ასე ჩამოშლილი საქმე. მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი სიღარიბე, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი უმუშევრობა, რა თქმა უნდა, ხალხის მოლოდინი არის იმაში, რომ ტემპი უფრო მაღალი იქნება. და თუ ჩვენ გვაქვს ამ ტემპის პოტენციალი, რატომ არ უნდა ავითვისოთ ეს? 
 
რამდენადაც ცუდად არ უნდა ჟღერდეს, არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ სახელმწიფო კომპანიები დღესაც ჩვენი ეკონომიკის დიდ ნაწილს წარმოადგენენ და სამწუხაროდ, წარმოადგენენ არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებებისა და ნეპოტიზმის ბუდეს. ”
15 მაისი, 2019“ალბათ აღმოვჩნდი ზედმეტად პრინციპული რაღაც საკითხებში და თავიდანვე გასაგები უნდა ყოფილიყო ის, რომ მე არ ვუჭერ მხარს ისეთ გადაწყვეტილებებს რომლებიც ფუნდამენტურად მიუღებელია და არ ვეთანხმები. რა თქმა უნდა, მე ისევ და ისევ მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ერთი და ორი საკითხი. ეს იყო დიდი პროცესი. ეს უთახნმოება არ მოხდა ისე, რომ უცებ, ჩვენ ვმუშაობდით და რვა თვის თავზე მოხდა რაღაც უთანხმოება. არა, ეს იყო თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესი. ”
 
წაკითხულია 61-ჯერ