ინციდენტი ზუგდიდში - გაერთიანებული ოპოზიციის წარმოადგენლებს გადაცემის ჩაწერის დროს დაუპირისპირდნენ [Video]

11:29 14-05-2019
ინციდენტი ზუგდიდში - გაერთიანებული ოპოზიციის წარმოადგენლებს გადაცემის ჩაწერის დროს დაუპირისპირდნენ [Video]

რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“  კოორდინატორები გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს დაუპირისპირდნენ .

შემთხვევა ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ეზოში მოხდა, სადაც მიმდინარეობდა ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემა „ლუსტრაციის“ ჩაწერა.

სანდრა რულოვსთან ერთად იმყოფებოდნენ გადაცემაში მონაწილე სხვა სტუმრებიც. 

რამდენიმე ადამიანი ყვირილით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ სანდრა რულოვსს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და ფიზიკურადაც შეეხნენ ყველა მათგანს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჩხუბი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა პოლიცია ადგილზე დაგვიანებით მივიდა.

 

 

 

 
წაკითხულია 2976-ჯერ