თემირლან მაჩალიკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

11:33 16-04-2019
თემირლან მაჩალიკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფება. მაჩალიკაშვილი კატეგორიულად მოითხოვს პარლამენტმა დროულად დაიწყოს ოპოზიციის იმ ინიციატივის განხილვა, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.მაჩალიკაშვილი ამ წუთებში ბიუროს დარბაზთან იმყოფება. მისი თქმით, ის ხელისუფლებისგან ითხოვს, გასცენ პასუხი კითხვას, თუ რატომ მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი.
 
მაჩალიკაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგში 67-ე საკითხია და ითხოვს, რომ ის განსახილველ პირველ საკითხად გადმოვიდეს.
წაკითხულია 121-ჯერ