კახა მიქაიამ “დაიცავი საქართველო” დატოვა

11:26 16-04-2019
კახა მიქაიამ “დაიცავი საქართველო” დატოვა
“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საზოგადოებრივი მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე კახა მიქაია.
 
“ჩემი დიდი სურვილია, ასპარეზი დავუთმო ახალგაზრდებს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ახალი ენერგია სჭირდება დღეს ქვეყანას პოლიტიკური, სოციალური და მორალური კრიზისიდან თავის დასაღწევად,
საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ახლებურად გასააზრებლად!
 
რაც შემეხება მე, ვეცდები, ჩემი მოკრძალებული წვლილი კვლავაც შევიტანო ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში"- წერს კახა მიქაია
წაკითხულია 349-ჯერ