დღეს მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო“ ფილარმონიაში დამფუძნებელ შეხვედრას გამართავს.

13:21 13-04-2019
დღეს  მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო“ ფილარმონიაში დამფუძნებელ შეხვედრას გამართავს.
დღეს  მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო“ ფილარმონიაში დამფუძნებელ შეხვედრას გამართავს.
დავით  მაღრაძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე იწვევს ყველას, “ვისთვისაც მნიშვნელოვანია სამშობლოს ბედი, ვისთვისაც “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა ძალაუფლებისთვის სასტიკად მიუღებელია“.
 
“მათ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისაგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ზნეობრივი შინაარსისაგან, შემოგვიერთდით 13 აპრილს, 14:00 საათზე, ფილარმონიაში, “დაიცავი საქართველოს” საგანგებო შეკრებაზე. მათ, ვისაც მიაჩნია, რომ “ოცნებასა” და “ნაციონალებს” შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი, შემოგვიერთდით  ფილარმონიაში! შემოგვიერთდით, ვინც განსაცდელში ინარჩუნენდით ღირსებას და მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ! “ნაციონალური მოძრაობა” წარსულს უარყოფს, “ოცნებამ” კი, მომავალი უარყო“, - განაცხადა მაღრაძემ მოძრაობის საორგანიზაციო შეკრებაზე
 
ვინ იქნებიან დავით მაღრაძის ორგანიზაციის წევრები, ეს დღეს გახდება ცნობილი, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მოძრაობას უმრავლესობიდან ცოტა ხნის წინ წასული დეპუტატებიც უერთდებიან.  
 
წაკითხულია 120-ჯერ