„ქართულმა ოცნებამ“ ბუზისგან სპილოს შექმნა- სერგი კაპანაძე ლიეჟში განვითარებულ მოვლენებზე

12:06 11-02-2019
„ქართულმა ოცნებამ“  ბუზისგან სპილოს შექმნა- სერგი კაპანაძე ლიეჟში განვითარებულ მოვლენებზე
„არანორმალურია, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ჩაშალოს ასეთი ტიპის შეხვედრა იქ თავისი მომხრეების გაგზავნით. აშკარა პროვოცირებას ჰქონდა ადგილი. მე მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად იყო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანი. გაუგონარია, ასეთი ტიპის დამოკიდებულება და აგონია „ქართული ოცნების“ მხრიდან“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
 
რაც შეეხება იმ გზავნილებს, რომელიც გუშინდელ ღონისძიებაზე იყო გაჟღერებული, „ევროპული საქართველო“ შეფასებას არ აკეთებს და მოსახლეობას მოუწოდებს, გაიგონ, რომ მთავარი გამოწვევა დღეს არის ბიძინა ივანიშვილი და ის უნდა დამარცხდეს არჩევნების გზით.
 
„ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება ამ მიზნისთვის მობილიზებული, უნდა იყოს მხარდაჭერილი შემდეგი არჩევნებისთვის. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, ის ორპოლარულიანი დისკუსია, სააკაშვილი-ივანიშვილი გადავიდეს სხვა სიბრტყეში. ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ვიბრძოლოთ, რომ ივანიშვილი აღარ დარჩეს ხელისუფლებაში და აღარ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
წაკითხულია 73-ჯერ