რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის თუ დიალოგის დაწყების თაობაზე მთავრობას რჩევას ვერ მივცემ - სალომე ზურაბიშვილი

10:33 12-01-2019
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის თუ დიალოგის დაწყების თაობაზე მთავრობას რჩევას ვერ მივცემ - სალომე ზურაბიშვილი
მე არ ვარ მზად იმისთვის, რომ კანონმდებელ ორგანოს, მთავრობას რამე რჩევა მივაწოდო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის თუ დიალოგის დაწყების თაობაზე, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
 
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველა ნაბიჯი რუსეთთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პარტნიორებთან უნდა შეთანხმდეს.
 
„როგორც იცით, 6-წლიანი მანდატია, ძალიან ძნელი სათქმელია რა მოხდება ამ 6 წლის ვადაში. ძალიან ბევრი რამ იცვლება საერთაშორისო დონეზე და ძალიან სწრაფად. მაგრამ დღევანდელ დღეს, დღევანდელ პირობებში და სანამ არ დავინახცავ, რომ არის რაღაც წინაპირობები დიპლომატიური ურთიერთობებისთვის, დიალოგისთვის, ახალი ურთიერთობისთვის, რომელიც ჩემი აზრით, ვერ იქნება, თუ არა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ერთად. არ მგონია, ჩვენი დღევანდელი დღე გვაძლევდეს საშუალებას საქართველო რუსეთთან იყოს რამე ურთიერთობაში, საწყის ურთიერთობაში ისე, რომ ეს არ იყოს თავის უახლოეს პარტნიორებთან შეთანხმებული ბოლომდე.
 
მე არ ვარ მზად იმისთვის, რომ კანონმდებელ ორგანოს, მთავრობას რამე რჩევა მივაწოდო. როცა მექნება პირველი ჩემი ვიზიტები და ერთ-ერთი პირველი ვიზიტი იქნება ავღანეთში, თუმცა თარიღს ვერ დავასახელებ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რაც უკვე იგეგმება, როცა აქტიურად ვიქნები ჩართული საერთაშორისო ურთიერთობებში, რასაც რამდენიმე თვე თუ წელია, მაშინ მე შეიძლება თავი ვიგრძნო უფრო მზად, რომ რამე კუთხით რჩევა მივცე ხელისუფლებას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
წაკითხულია 81-ჯერ