უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს განაცდურს აუნაზღაურებენ

21:17 11-01-2019
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს განაცდურს აუნაზღაურებენ
2016 წელს, ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებული ცხრა საჯარო მოხელე სამსახურში უნდა აღადგინონ. გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო და ასევე ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.მოფილი თანამშრომლების უფლებადამცველის საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას თქმით, აღნიშნული განჩინების საფუძველზე, გამგეობის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ ადამიანების დათხოვნას ეხებოდა, არის ბათილი. მისვე თქმით, კანონის მიხედვით, ზუგდიდის მერიას ვახტანგ ვახტანგ კუტალიას, მიხეილ ქვარაიას, ალიოშა ალანიას, ემზარ გულორდავას, გოჩა შენგელიას და კახა კვარაცხელიას, ფრიდონ ბულიას და თენგიზ ჯიჭონაიას სამსახურში აღდგენა და განაცდურის გადახდა დაევალა.
წაკითხულია 487-ჯერ