ანატოლი ბიბილოვის ფოტოსესია ვენესუელაში, სადაც- ის, იქ - ხაჯიმბაც

16:17 11-01-2019
ანატოლი ბიბილოვის ფოტოსესია ვენესუელაში, სადაც- ის, იქ - ხაჯიმბაც
,,ხალხთა მეგობრობასა და ძმობას საზღვრები არა აქვს 
დანიელ ორტეა- ნიკარგუას პრეზიდენტი!
რაულ ხაჯიმბა - აფხაზეთის პრეზიდენტი!
და თქვენი მონა-მორჩილი''  - ანატოლი ბიბილოვი სოციალურ ქსელში ვენესუელაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
 
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებმა რაულ ხაჯიმბამ და ანატოლი ბიბილოვმა მონაწილეობა მიიღეს ვენესუელის პრეზიდენტის  ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის ცერემონიაში
 
 
.ვიზიტის ფარგლებში მათ ჰქონდათ შეხვედრა ნიკარაგუას პრეზიდენტთან დანიელ ორტეგასთანაც და,,ისტორიული''  ფოტოებიც გადაიღეს - აბა, საბოლოო ჯამსი სხვა რა დარჩება ამ ვიზიტისგან. 
 
 
 
 
წაკითხულია 123-ჯერ