რატომ ვართ ამბოხებულები, ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ? - გედევან ფოფხაძე თავისი და სხვისი უკბილო ხუმრობის შესახებ

16:08 11-01-2019
რატომ ვართ ამბოხებულები,  ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ? - გედევან ფოფხაძე თავისი  და სხვისი უკბილო ხუმრობის შესახებ
,, ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები? რაში გამოიხატება ამბოხი, ფოსტა-ტელეგრაფია ავიღეთ? ჩვენ გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს. მე საერთოდ ვერ ვხვდები გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები ამბოხებულებად გამოაცხადო, ეს არასწორი პოზიციაა. ვინც ამას ამბობს ალბათ ხუმრობს და ჩავუთვლი უკბილო ხუმრობად ჩემი გუშინდელი ხუმრობის არ იყოს", - განაცხადა ფოფხაძემ.
 
მისივე თქმით, იგი "ქართული ოცნებიდან" გარიცხვას არ ელოდება.
 
„გარიცხვას არ ველოდები, სხვა რაღაცეებს ველოდები. ველოდები საღამოს მეგობრებთან შეხვედრას, დავგეგმეთ... გარიცხვა იქნება თუ არ იქნება, ეს არ არის აქტუალური. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიიდან განსხვავებული აზრის მქონე ხალხი უნდა გაირიცხოს, მითუმეტეს სახელისუფლებო პარტიიდან, შევახსენებ: სახელისუფლებო პარტიის შიგნით დემოკრატიის ხარისხი განსაზღვრავს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს. თუ დემოკრატია არ იქნება "ქართული ოცნების" შიგნით, არც ქვეყანაში არ იქნება დემოკრატია", - აღნიშნა დეპუტატმა.
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი სასამართლოსთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ხოლო „ამბოხებული დეპუტატები“ რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია.
წაკითხულია 75-ჯერ