2018 წლის 11 თვეში რეგისტრირებული დანაშაული 58%-ით გაიზარდა, გახსნის მაჩვენებელი შემცირდა

14:05 11-01-2019
2018 წლის 11 თვეში რეგისტრირებული დანაშაული 58%-ით გაიზარდა, გახსნის მაჩვენებელი შემცირდა
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის 11 თვეში რეგისტრირებული დანაშაული 58%-ით გაიზარდა. რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, 2017 წელთან შედარებით, 20%-ით არის შემცირებული.
 
2018 წლის იანვარ-ნოემბერში სამართალდამცავმა ორგანოებმა საქართველოში 53 637 დანაშაული აღრიცხეს. აქედან 18 467 (34%) გახსნეს. წინა წლის ამავე პერიოდში კი, ქვეყანაში 33 931 დანაშაული დარეგისტრირდა. გახსნილია - 18371 (54%).
 
2018 წლის პირველ 11 თვეში, საგრძნობლად გაიზარდა თითქმის ყველა ტიპის დანაშაული. მათ შორის:
 
123.68%-ით - დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ,
100.29%-ით - დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ,
253.63%-ით - დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ,
61.76%-ით - დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ,
81.75%-ით - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ,
26.47%-ით - დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ.
წაკითხულია 67-ჯერ