"იმედგაცრუება, შეფერხება, სამწუხარო" - საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა დასავლელ პარტნიორებს კითხვები გაუჩინა

23:02 06-12-2018
"იმედგაცრუება, შეფერხება, სამწუხარო" - საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა დასავლელ პარტნიორებს კითხვები გაუჩინა
საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა დასავლელ პარტნიორებს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩინა.
 
ამის მიზეზი კი საერთაშორისო დამკვირვებელთა კრიტიკული დასკვნა და მრავალრიცხოვანი დარღვევები გახდა, რომლებზეც ეუთოს პოზიციას და შეშფოთებას სრულად იზიარებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. "იმედგაცრუება, შეფერხება, სამწუხარო" - ასეთი სიტყვები გაჩნდა ამერიკის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების შეფასებებში. ვაშინგტონიდან ქართულ მხარეს დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდეს. 
 
დიპლომატი ჯონ ჰერბსტი, რომელმაც სახელმწიფო დეპარტამენტში 30 წელი იმუშავა და დღეს ატლანტიკურ საბჭოში ევრაზიის ცენტრს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ არჩევნები, რომელიც ბოლომდე თავისუფალი და სამართლიანი გზით არ ჩატარდა, გამართულებელ ფაქტორად იქცევა ქართულ-ამერიკულ, ასევე ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებში.
 
არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს ქეითოს ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ანდრეი ილარიონოვი. მისი აზრით, მეორე ტურის შედეგი, განსაკუთრებით ამხელა სხვაობით, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. ილარიონოვი ამბობს, რომ ეს შედეგი აუხსნელია იმის გათვალისწინებითაც, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მთავრობამ ათასობით მოქალაქის პრობლემური კრედიტების მომსახურებაზე დაპირება გასცა.
 
შეერთებული შტატებში კიდევ ერთხელ შეახსენებენ საქართველოს, რომ მთავარი გზა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დასაახლოებლად, დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერეზე გადის.
წაკითხულია 74-ჯერ