მომავალი წლიდან საჯარო ბაღების აღსაზრდელები შესაძლოა კვების გარეშე დარჩნენ? - ოპოზიცია თბილისის მერიის წინააღმდეგ

20:38 06-12-2018
მომავალი წლიდან საჯარო ბაღების აღსაზრდელები შესაძლოა კვების გარეშე დარჩნენ? - ოპოზიცია თბილისის მერიის წინააღმდეგ
რომელი კომპანია მიაწოდებს მომავალი წლიდან საჯარო ბაგა-ბაღებს საკვებს? - მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერით კომპანიები არ ინტერესდებიან. ამის მიზეზად კი ის სახლედება, რომ მერიის მიერ ერთი აღსაზრდელის გამოსაკვებად დღიურ ნორმად 3.24 ლარიდა დასახელებულლი. გასულ წელთან შედარებით ეს თანხა არ შეცვლილა.
 
ოპოზიციის რიგებში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფასი კომპანიებისთვის მიუღებელია. ხაბეიშვილი არასწორ მენეჯმენტზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ ამ ტენდერში მონაწილეობას კომპანიები არ ისურვებენ, რადგან ეს მათ გაკოტრების საფრთხეს შეუქმნის.
 
„მედია, ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ მონიტორინგს და ფაქტობრივად ზეწოლის ქვეშ უწევთ მუშაობა რომ ხარისხიანი შეიტანონ, როცა იძულებული ხდება, რომ ხარისხიანი შეიტანოს რამდენიმე თვიანი მონიტორინგის შემდეგ ეს კომპანია უკვე არის გაკოტრების საფრთხის წინაშე და ფაქტობრივად ამ კომპანიას აღარ შეუძლია რომ ის ვალდებულებები რაც წინა წელს აიღო, აიღოს ახლაც საკუთარ თავზე. საბოლოოდ მივიღეთ, გაკოტრებული კომპანია, რამდენიმე თვე უხარისხო კვება ბაღებში, არასწორი მენეჯმენტი და წლის ბოლოს ვღებულობთ ისევ არასწორ მენეჯმენტს, ისევ იგივე წრეზე მივდივართ. იგივენაირად უნდა ვემათხოვროთ კომპანიებს, შეიძლება იყოს იგივე პრობლემები, იგივენაირად შეიძლება რძე შეიტანონ კონიაკის შეფუთვით,“-ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
წაკითხულია 138-ჯერ