რისი ეშინია ვირჯინია ვულფს და რისი - კოლექტიურ ბესელიას ?

14:24 08-11-2018
რისი ეშინია ვირჯინია ვულფს და რისი -  კოლექტიურ ბესელიას ?
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებამ ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით საბოლოოდ დააწყვიტა  ნერვები ხელისუფლებას.
 
,,ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, - განაცხადა  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰელსინკში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ  მისივე თქმით, ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“
 
ბიძინა ივაიშვილის ოცნებამ, ერთმანეთის წინააღმდეგ აემხედრებინა  ოპოზიციური ძლები, ჩაილურის წყალი დალია -  არის ბევრი რამ, რაც ფულზე არ იყიდება და ამის რეალურმა დადასტურებამ შოკში ჩააგდო  ივანიშვილის კალთას თუ ჯიბეს  ჩაბღაუჭებული  პოლიტიკოსები. 
 
,,გული იმაზე მწყდება, რომ მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ორ ნაწილად გაყოფა ორივე ფრთას დაასუსტებდა, მცდარი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
 
ქუცნაშვილის შეფასებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები საზოგადოებასთან გულწრფელი არასდროს იყვნენ და ყოველთვის კონიუნქტურული მოსაზრებებით ხელმძღვანელობდნენ.„მათი რიტორიკა, რაც იყო 7 ნოემბრამდე, იგივეა 7 ნოემბრის შემდეგ, რა რიტორიკაც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იგივე რიტორიკა აქვთ ოპოზიციაში. დღეს მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო – დაუბრუნდნენ საერთო ოჯახს და ახლა უსირცხვილოდ ეფერებიან ერთმანეთს „ზაპაროჟეცებისა“ და ჟანგიანი ადამიანების ძახილის შემდეგ“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
 
,,ერთი ოჯახი რომ ხართ და ერთი პოლიტიკური ფესვებიდან მოდიხართ, ამას ვამბობდით სწორედ და არც გვქონია სხვა ილუზია, - ზაქარია ქუცნაშვილის გოდებისგან განსხვავებით იხტიბარს არ იტეხს  საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია
 
„ეს თქვენ ამტკიცებდით შიგადაშიგ რომ სხვანი იყავით და რამდენიმე ცდილობდა უმძიმეს პოლიტიკურ წარსულს გამიჯვნოდა... ერთმანეთთან დაბრუნება არ გაგვკვირვებია ამიტომაც.... ადგილის გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება... სულ ტყუილად ცდილობენ ამ ჯამის სათავისოდ დათვლას და მორგებას! სიმბოლურია, რომ ეს განცხადება 7 ნოემბერს გაკეთდა. ამ ძალადობრივი, ყველაზე სასტიკი დღის მე-11 წელს! სიმბოლურია მართლაც!“, - მიმართავს პრეზიდენტ სააკაშვილს ს ბესელია.
 
პოლიტიკოსები და მეც მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფისას ვამბობდით, რომ ეს ერთი გუნდია და ერთი ბნელი ძალის ორი გამოხატულებაა - ერთი მომღიმარი სახით და მეორე ბობოქარი მუქარებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გიგი უგულავას და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შეფასებისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
 
„როგორც ჩანს, ამის უკან კიდევ გარკვეული სტრატეგია იდო, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოეზიდათ „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იმ გზით, რომ წარმოექმნათ ილუზია, თითქოს არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, რომელიც გაემიჯნა ყავარჯნებიან კაცს და ცოცხებს, რომლებიც მათ სიმბოლოდ იქცა. გარკვეულწილად, წარმატებითაც ჩაატარეს ეს ოპერაცია. მე ვფიქრობ, პირველ ტურში ელოდებოდნენ უფრო კარგ შედეგს, თუმცა მეორე ტურისთვის საზოგადოების დიდი ნაწილი, ვინც იწამა, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“ კეთილი სახით (მხედველობაში მაქვს დავით ბაქრაძის სახე), საკმაოდ სერიოზულად დაფიქრდება რამდენად უღირთ მხარდაჭერა იმ ძალის, რომელიც ყოველგვარი დაფარვის გარეშე გვეუბნება, რომ არავითარი კონსტიტუცია არ იმუშავებს და იმუშავებს მხოლოდ ძალის მეთოდი, რომელიც ქვეყანას თავდაყირა დააყენებს“ - განაცხადა ვოლსკიმ.
 
 
 
წაკითხულია 66-ჯერ