,,მეწარმეებს ფინანსური პოლიციით აშინებენ,,- გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბი ფერმერებთან შსს მინისტრის შეხვედრას ეხმაურება [Video]

11:31 08-11-2018
,,მეწარმეებს ფინანსური პოლიციით აშინებენ,,- გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბი ფერმერებთან შსს მინისტრის შეხვედრას ეხმაურება [Video]

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გუშინ შსს მინისტრმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა დირექტივები გასცეს მეთხილე ფერმერებზე,რომლებიც ანონიმურად დაუკავშირდნენ გაერთიანებულ შტაბს და განუცხადეს რომ არჩევნების მეორე ტურში თუ ისინი და მათი თანამშრომლები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არ მისცემენ ხმას, ფინანსური პოლიცია მათი საქმიანობის შესწავლას დაიწყებს. ანა წითლიძის თქმით, იმ ფერმერების მონაცემებს შტაბი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის.,,როგორც ჩანს წინასაარჩევნოდ მოფერების კამპანია სამეგრელოში დაიწყო,რასაც მოწმობს ის ზეწოლა ფერმერებზე, რასაც ისინი ახორციელებენ. მე მოვუწოდებ მოწერელიას, შეეშვას ამ ბინძურ საქმიანობას, რადგან ის მეწარმეები ჩვენთან მოდიან და გვიყვებიან ამის შესახებ და ისინი ნამდვილად არ არიან აღფრთოვანებული თქვენი დავალებებით.ასევე მე მოვუწოდებ ყველა საწარმოს თანამშრომლებს, რომ თქვენი უფლება არის კონსტიტუციით დაცული და არის კონფიდენციალური და არავის არა აქვს უფლება ჩაერიოს თქვენს არჩევანში,, - განაცხადა ანა წითლიძემ.შეგახსენებთ რომ გუშინ შსს მინისტრი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მთელი დღის განმავლობაში გუბერნიის შენობაში დახურულ კარს მიღმა შეხვედრებს მართავდნენ, სადაც ტელეკომპა ნია ,,ოდიშის,, გადაღების უფლება არ მისცეს. გაერთიანებული შტაბის ბრალდებას "ქართული ოცნების" შტაბში უპასუხეს, სადაც განაცხადეს, რომ ენმ-ს ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან მეთხილე-ფერმერებთან შეხვედრა თხილის თემას ეხებოდა.

 

 
წაკითხულია 128-ჯერ