საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე, გრიგოლ ვაშაძე ანგელა მერკელს შეხვდა

10:21 08-11-2018
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე, გრიგოლ ვაშაძე ანგელა მერკელს შეხვდა
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. შეხვედრა ჰელსინკში გაიმართა, სადაც "ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესი მიმდინარეობს. პრეზიდენტობის კანდიდატისა და მერკელის საუბრის მთავარი თემა არჩვენები იყო. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გემრანიის კანცლერი სრულად არის ინფორმირებული რა ვითარებაში ჩაიარა პირველმა ტურმა და რა ხდება საქართველოში მეორე ტურის წინ.
 
„საუბრის პირველი ნახევარი იყო პირველ ტურზე. რა პირობებში  ჩაიარა პირველმა ტურმა. როგორ გამოიყურებოდა მთლიანად ეს პროცესი, როგორ დაივალა და რა ციფრები იყო გამოცხადებული შემდეგ უკვე სხვადასხვა ორგანიზაციებს მიერ, რომლებიც ამ ციფრებს ითვლიდნენ. მეორე ნაწილი ჩვენი საუბრის  იყო სწორედ მეორე ტურზე. რა მოლოდინები გვაქვს,  რა საფრთხეები არის და რატომ დღემდე არ არის დანიშნული მეორე ტურის თარიღი,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.  
წაკითხულია 60-ჯერ