გრიგოლ ვაშაძე ჰელსინკში იოჰანეს ჰანსა და სხვა ევროპელ პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა

10:05 08-11-2018
გრიგოლ ვაშაძე ჰელსინკში იოჰანეს ჰანსა და სხვა ევროპელ პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა
ჰელსინკიში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე ჩასულ მიხეილ სააკაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი შეხვდა. საუბარი საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ჰანმა ტვიტერში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. კომენტარში ევროკომისარი აღნიშნავს, რომ სააკაშვილთან და ვაშაძესთან კარგი შეხვედრა ჰქონდა.
"ევროკავშირისთვის ნათელია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს"- წერს იოჰანეს ჰანი.გრიგოლ ვაშაძეს ჰელსინკში მოლაპარაკებები ასევე ჰქონდა ევროპარლამენტში "სახალხო პარტიის" ფრაქციის ლიდერთან მანფრედ ვებერთან, რომელიც შესაძლოა, 2019 წლის მაისში ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს.
კიდევ ერთი შეხვედრა გაერთაინებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად დეპუტატ იუნერს ჰოკმარკთან გამართა. შეხვედრების დროს საუბრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნები იყო.
წაკითხულია 40-ჯერ