"ორშაბათს გაგცემთ პასუხს"- ზუგდიდის ყოფილი მერი საქართველოში ჩამოვიდა [Video]

18:58 14-09-2018
"ორშაბათს გაგცემთ პასუხს"- ზუგდიდის ყოფილი მერი საქართველოში ჩამოვიდა [Video]

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია ჩამოვიდა. ჟურნალისტების შეკითხვებს მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან, სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერებთან, მის დაკითხვასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გოგიამ მხოლოდ მცირედი პასუხი გასცა: "ორშაბათს გეტყვით ყველაფერს."ლაშა გოგიამ აეროპორტის ტერიტორია უკვე დატოვა. გოგიამ გადადგომის შესახებ განცხადება ფეისბუკის გვეერდზე წუხელ დაწერა.მუნიციპალიტეტის არჩეულმა მერმა, ლაშა გოგიამ გადადგომის გადაწყვეტილება სწორედ მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ „კურიერს“ ხელთ ჰქონდა ეს ჩანაწერი და ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებდა  ამ  სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ. სკანდალური ფარული ჩანაწერის გასაჯაროვების შემდეგ სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას საქმიანობის შესწავლა დაიწყო.

 

 
წაკითხულია 348-ჯერ