"პირველი ვერდიქტი სწორედ 28 ოქტომბერს უნდა იყოს გამოტანილი ზურაბიშვილსადმი ნულოვანი მხარდაჭერით"- თენგიზ ჯგუშია

14:57 14-09-2018
"პირველი ვერდიქტი სწორედ 28 ოქტომბერს უნდა იყოს გამოტანილი ზურაბიშვილსადმი ნულოვანი მხარდაჭერით"- თენგიზ ჯგუშია
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია პრემიერ- მინისტრს მიმართავს. მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლება უსულგულო და აგდებულ დამოკიდებულებას იჩენს სამეგრელოს რეგიონისადმი.ის აკრიტიკებს ახალ გუბერნატორს და აცხადებს,რომ ალექსანდრე მოწერელიას, რომელიც თხილის ფერმერთა ასიციაციის თავმჯდომარე იყო, არაფერი გაუკეთებია იმისთვის რომ  რეგიონში თხილის გადარჩენისთვის ვერაფერი გააკეთა.თითი არ გაუნძრევია ქართული თხილის ექსპორტის ხელშეწყობისთვის.ერთი ადამიანი,რომელიც თავისი პრობლემებით უცნობდა რეგიონს არ მოიძებნა? გუბერბატორის ფუნქცია რეალურად არის არაფორმალური მმართველის ივანიშვილის ნაცვალი რეგიონში.არანაირი ფუნქცია გუბერნატორის ინსტიტუტს არ გააჩნია.თენგიზ ჯგუშია ასევე შეეხო ყოფილი მერის ლაშა გოგიას შესახებ ფარულ ჩანაწერსაც და აღნიშნა, რომ არა მარტო გოგია, არამედ კორუმპირებულია ყოფილი გუბერნატორი და მის დასჯასაც ითხოვს.ჯგუშია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ „ქართული ოცნების“ ფავორიტი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არის ყველაზე უღირსი კანდიდატი და პირველი ვერდიქტი სწორედ 28 ოქტომბერს უნდა იყოს გამოტანილი ზურაბიშვილსადმი ნულოვანი მხარდაჭერით.ჯგუშია ბოლო 6 წლის მანძილზე მერიის საქმიანობის შესწავლასაც ითხოვს და პრეიერ-მინისტრს არსებული სიტუაციით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
წაკითხულია 133-ჯერ