სალომე ზურაბიშვილის მეთერთმეტე მცნება: იქ იყო ნარკოტიკები საქართველოსა და მეზობელ აფხაზეთს შორის

11:48 14-09-2018
სალომე ზურაბიშვილის მეთერთმეტე მცნება: იქ იყო ნარკოტიკები საქართველოსა და მეზობელ აფხაზეთს შორის
 
 ,,იქ იყო ნარკოტიკები საქართველოსა და მეზობელ აფხაზეთს შორის'' განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის  ,,ტელეკომპანია ,,რიონის'' ღია  ეთერში 
 
ალბათ სპეციალური სამედიცინო  ექსპერტიზა თუ შეძლებს აზრი გამოიტანოს მისი  ფორმულირებიდან;   ,,ანაკლია კი არ არის კონცერტები და იქ ბევრი ნარკოტიკები, სამეგრელოსა და მეზობელ აფხაზეთს შორის''  , მაგრამ ისიც, რაც გავიგეთ,  სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ პოლიტიკური დიაგნოზი დავუსვათ მის მდგომარეობას. 
 
სალომე ზურაბიშვილის ამ დაუნაწევრებელი მეტყველებისა და დამსხვრეული აზროვნების ნიმუშს მსწრაფლ გამოეხმაურა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: ,,შეურაცხადმა, მოღალატე სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთი "მეზობელ აფხაზეთად" მოიხსენია...მეზობელი არის რუსეთი, აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი და პირადად ჩემი სახლია!'' -წერს იგი თავის პირად ფეისბუქგვერდზე.
 
რაც შეეხება მოქალაქეთა კომენტარებს,  ქვემოთ გთავაზობთ  ტიპურ ნიმუშებს:
 
,,ნახეთ ,ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა”, 
,,მაგას რა ენაღვლება ჩვენი მიწა, ერთხელ არ იქნებოდა აფხაზეთში ნამყოფი.. ჩვენთვის თითოეული ქვა რომ ძვირფასია და ზაფხული რომ დგებოდა იმ წუთში იქით რომ მივქროდით,  ბებია რონ აფხაზეთიდან გყავს და თითოეული ხე რომ იცი, სად დგას. სოხუმის ნავსადგურთან რომ მამალიგას და შებოლილი ყველის გარეშე ფეხს რომ ვერ გამოადგამდი თბილსში. ქვიშაში გაკეთებული ყავის გემოსთვის გულრიფშიდან ყოველ მეორე დღე რომ ჩავდიოდით სოხუმში, ეშერა იცის მაგან თუ ცისფერი ტბისა და რიწის ტბაზე სეირნობდა კატერით”, – წერენ ფეისბუქში.
 
 ახლა საკითხავი ის არის, არის თუ არა სალომე ზურაბიშვილის ეს უახლესი თეზა დაგვირგვინება მისი ათი გახმაურებული განცხადებისა, თუ    მეტს უნდა ველოდოთ მისგან არა კანდიდატის,  არამედ პრეზიდენტის რანგში , თუ ეს უბედურება დავიტეხეთ თავს ამომრჩევლებმა 
 
 
 
წაკითხულია 255-ჯერ