გახდება თუ არა აუცილებელი ვანო მერაბიშვილის სტაციონარული მკურნალობა? - ადვოკატები დიაგნოზის მოლოდინში

10:40 14-09-2018
გახდება თუ არა აუცილებელი ვანო მერაბიშვილის სტაციონარული მკურნალობა? - ადვოკატები დიაგნოზის მოლოდინში
 ადვოკატები ამ დრომდე ელოდებიან ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრემეირ-მინისტრისა და შს მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ .
 
გუშინ სპეციალურმა პენიტენციურმა  სამსახურმა  გაავრცელა განცხადება, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის  გამოკვლევების შედეგები კი უკვე გაეგზავნათ ადვოკატებს, თუმცა ეს დოკუმენტი ადვოკატებს ჯწერაც არ მიუღიათ.
 
ამ განცხადებაში არაფერია  ნათქვამი  დიაგნოზთან დაკავშირებით და მხოლოდ ის წერია, რომ მერაბიშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
 
უწყებაში თვლიან, რომ  ამ ინფორმაციის გასაჯაროების გადაწყვეტილება პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე მხოლდო თავად პაციენტისა და მისი ინტერესების დამცველთა გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს.
 
ვანო მერაბიშვილის ადვოკატები  აცხადებენ, რომ  სწორედ ზუსტი დიაგნოზის გაგების შემდეგ გადაწყდება, გახდება თუ არა აუცილებელი ვანო მერაბიშვილის სტაციონარული მკურნალობა.
 
ადვოკატები სასამართლოს ამ შუამდგომლობით მას შემდეგ მიმართავენ, რაც მათ გადასცემენ ზუსტ დიაგნოზს მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
 
„ავიღებთ დიაგნოზს და ვნახავთ რა ტიპის დაავადებასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად შემდეგ ჩამოვყალიბდებით. თუ ვნახავთ რომ მისი დიაგნოზი ისეთია რომ მას სჭირდება მკურნალობა სტაციონარულ დაწესებულებაში - სამოქალაქო საავადმყოფო მაქვს მხედველობაში, ბუნებრივია გვექნება შუამდგომლობა,“- განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.  
 
წაკითხულია 73-ჯერ