ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილე გია გულორდავა დღეს სუს-ში დაკითხვაზეა დაბარებული

09:59 14-09-2018
ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილე გია გულორდავა დღეს სუს-ში დაკითხვაზეა დაბარებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი პირველი მოადგილე, გია გულორდავა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. , გულორდავა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ე.წ. მოდულის შენობაში დღეს, 11:00 საათზეა დაბარებული. ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ სუს-მა გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაწყებულია გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით“, – განაცხადეს სუს-ში. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ. სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული მიზეზით დატოვა ლაშა გოგიამ მერის თანამდებობა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა გია გულორდავამაც დატოვა.
წაკითხულია 563-ჯერ