"მკაცრად დაისჯება ყველა ვინც გაბედავს, რომ გარკვეული არასწორი ნაბიჯები გადადგას“ - კალაძე ზუგდიდის ყოფილი მერისა და მოადგილის შესახებ

19:41 13-09-2018
"მკაცრად დაისჯება ყველა ვინც გაბედავს, რომ გარკვეული არასწორი ნაბიჯები გადადგას“ - კალაძე ზუგდიდის ყოფილი მერისა და მოადგილის შესახებ
„ძალიან სამწუხაროა, როცა ჩნდება გარკვეული კითხვები და არსებობს ასევე აუდიოჩანაწერი მერთან და მის მოადგილესთან დაკავშირებით"-ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი იმ სკანდალური ფარული ჩანაწერის შინაარსს, რომელიც ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილის სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე მიანიშნებს."გამოძიება დაწყებულია, რა თქმა უნდა, ჩვენ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ უნდა დავარღვიოთ. ის გადაწყვეტილება, რომელიც მერმა და მისმა მოადგილემ მიიღო არის სწორი. არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა კანონის მიღმა გაიხედოს და მიიღოს ისეთი არასწორი გადაწყვეტილებები, რომელიც კანონთან მოდის წინააღმდეგობაში.ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის პირადად,ჩვენი გუნდისთვის,ჩვენი გუნდისთვის მთავარია, რომ იყოს პირველ რიგში კანონი, ვიყოთ გამჭვირვალეები და ღია. გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა და ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება.არავის არ ეპატიება რომ კანონს მიღმა გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს, მკაცრად დაისჯება ყველა ვინც გაბედავს, რომ გარკვეული არასწორი ნაბიჯები გადადგას“-ამბობს კალაძე.
წაკითხულია 144-ჯერ