“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა '' და “ევროპული საქართველოს” წინასაარჩევნო შეთანხმება

11:09 11-07-2018
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა '' და “ევროპული საქართველოს”  წინასაარჩევნო შეთანხმება
 
ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) პრეზიდენტის ჯოზეფ დოულის ინიციატივით, „ევროპულმა საქართველომ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამპუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 
  
 შეთანხმება, რომელსაც ბრუსელში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ოფისში მოეწერა ხელი, მოიცავს 3 ძირითად პუნქტს:
 
1. პარტიები მხარს დაუჭერენსაპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურში გადასულ კანდიდატს ,,ევროპული საქართველოს” ან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  მხრიდან
2. კამპანიის დროს . არ ფოკუსირდებიან  განსხვავებებზე და თავს შეიკავებენ ერთმანეთზე თავდასხმისგან.
3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნები არის გადამწყვეტი ამჟამინდელი რეჟიმის შესაცვლელად.
 
 
 
 
“ჩვენ, საქართველოს პროევროპული ძალების წარმომადგენლები - “ევროპული საქართველო” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -  ვიღებთ პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და ხაზს ვუსვამთ, რომ მხოლოდ თანამშრომლობას, ორმხრივ პატივისცემასა და ოპოზიციის ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია, დაუბრუნოს საქართველო დემოკრატიასა და მის პროევროპულ კურსს.   „ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს ერთობას და იმოქმედებს, როგორც ამ შეთანხმების გარანტორი“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წაკითხულია 291-ჯერ