გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო წავიდა?

20:03 13-06-2018
გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო წავიდა?
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამართული ბრიფინგიდან ნათლად ჩანდა, რომ ის პრემიერის პოსტიდან ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო მიდის. 
„პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიდან ნათლად გამოჩნდა ორი რამ: პირველი - მან ღიად დაასახელა, რომ ის მიდის ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო, რომელიც არის ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები და მეორე - მან ისაუბრა, ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სხვა ტიპის წარმატებებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადადგომის მომენტშიც კი მთავრობა არის არაადეკვატური და ვერ ხედავს იმ პრობლემებს, იმ კრიზისებს, იმ სირთულეებს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. ამიტომ, ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის მთლიანად იმ გუნდის ცვლილება, რომელსაც არ შეუძლია ქყვეყნის წინ წაყვანა, არ შეუძლია ქვეყნის ნორმალურად მართვა და არჩევნების გზით მშვიდობიანად ქვეყნის სათავეში ისეთი გუნდის მოსვლა, რომელიც შეძლებს საქართველოს განვითარებას, სიღარიბის დამარცხებას და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფას“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია.
წაკითხულია 303-ჯერ