„უკრაინის ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს"- მიხეილ სააკაშვილი

11:31 13-03-2018
„უკრაინის ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს"- მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიუკრაინის პროკურატურის გადაწყვეტილებას ეხმაურება და გაყალბებული საქმეების გამო უკრაინის ხელისუფლებას სამარცხვინოს უწოდებს.„უკრაინის ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს და არა მხოლოდ მათ, არამედ იმ ფსევდოოპოზიციონერებსაც, რომლებიც სამარცხვინოდ დუმდნენ, როდესაც ცილი დამწამეს, ციხეში ჩამაგდეს და სასამართლოებში მათრევდნენ. ზუსტად ასეთ ყალბ ოპოზიციონერებზე დგანან ბარიგები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნებას  ითხოვს   „მოვითხოვ უკრაინაში დაბრუნების საშუალება მომცენ, რათა თავი დავიცვა ბოლომდე. შემდეგ კი ლუცენკოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის და დამნაშავე პროკურორებისა და მოსამართლეების ციხეში ჩასმას შევეცდები“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა. 
პროკურატურაში განმარტეს, რომ გამოძიების შეჩერება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პროცესუალური ქმედებების შესრულების აუცილებლობამ გამოიწვია.
 
წაკითხულია 1617-ჯერ