დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის პაკეტს მხარი არ დაუჭირა

08:55 13-03-2018
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის პაკეტს მხარი არ დაუჭირა
დაგროვებითი საპენსიო სისტემის თაობაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წარმომადგენლებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო.
 
კომიტეტს მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, რომელსაც საკუთარ დასკვნაში ასახავს. შენიშვნები ძირითადად პროექტის იმ ნაწილს ეხება, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკას და ეროვნული ბანკის ჩართულობის ხარისხს უკავშირდება. საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვისას დეპუტატების მხრიდან გამოითქვა ეჭვი, თუ რამდენად ღირსეული იქნება ის სარგებელი, რომელიც პოტენციურმა პენსიონერმა უნდა მიიღოს.
წაკითხულია 277-ჯერ