უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა

08:51 13-03-2018
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ავრცელებს.რუსლან ჩერნოლუცკის განმარტებით, სამართალწარმოების შეჩერებით, რომლის მიხედვით ბრალდების მხარე პარტია “ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერს დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ედავება, უწყებამ წაყენებული ბრალდებების უსაფუძვლობა დაამტკიცა.
წაკითხულია 343-ჯერ